სიენენის მაყურებლები პირდაპირ ეთერში თეთრი სახლის წარმომადგენლების ვეღარ იხილავენ. ტრამპის ადმინისტრაციამ ტელეკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის, შონ სპაისერის განმარტებით, სიენენი არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს, რის გამოც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არხთან თანამშრომლობა არ სურთ. თუმცა სრულ ბოიკოტზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის. სიენენის ჟურნალისტებს ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ტელეფონით საუბრის უფლება მიეცემათ. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა სიენენი არაობიექტურობისთვის რამდენჯერმე მწვავედ გააკრიტიკა.