ვაშინგტონი დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით შეშფოთებულია და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. ავდეევკაში შექმნილი ვითარება გვიან ღამით გაეროს უშიშროების საბჭომაც განიხილა. ვითარება ავდეევკის რაიონში 29 იანვარს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შტურმი მიიტანეს. ოფიციალური კიევის მონაცემებით, შეტაკებებს 7 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.