გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს. ამის მიზეზი ირანის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გახდა. საშუალო რადიუსის რაკეტები ირანმა გამთენიისას გამოცადა. 2015 წლის გაეროს რეზოლუცია თეირანს ბირთვულ ექსპერიმენტებს უკრძალავს, თუმცა ირანმა ბოლო წლინახევრის განმავლობაში ბალისტიკური რაკეტები უკვე მეორედ გამოცადა.