ნატო შავი ზღვის რეგიონში მოქმედებებს გაააქტიურებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ახალ პაკეტს, რომელიც რეგიონში საზღვაო და საჰაერო ძალების გაძლიერებას ითვალისწინებს, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თებერვალში განიხილავენ.