ბარაქ ობამამ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო კამპანიას შეუერთდა. ამის მიზეზი 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვა გახდა.
„ადამიანები იკრიბებიან იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატონ. ისინი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ ამერიკული ღირებულებების დასაცავად. მე მათ გვერდით ვარ,“-ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის მიმართვაში.