პაკისტანის პოლიციამ ცნობილი მუსლიმი მოძღვარი ჰაზიფ საიდი დააკავეს, რომელიც მუმბაის ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. ამჟამად დაკავებული ლაჰორში შინაპატიმრობაში იმყოფება. საიდი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ვაშინგტონი და დელი ირწმუნენებიან, რომ ტერაქტის ორგანიზატორი სწორედ ის იყო. მასშტაბური ტერორისტული აქტი ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 2008 წელს განხორციელდა, რასაც 166 ადამიანი ემსხვერპლა.