კვებეკის პოლიციამ ალექსანდრ ბისონეტს ბრალდება უკვე წაუყენა. 27 წლის სტუდენტს ისლამური კულტურის ცენტრზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. სამართალდამცველებს კიდევ ერთი პირი, მაროკოელი მუჰამედ ჰადირი ჰყავთ დაკავებული, რომელიც მოწმის სახით იკითხება. თავდასხმა კვებეკის მეჩეთზე 29 იანვრის ღამეს განხორციელდა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.