აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ავდეევკის რაიონში სახელისუფლო ძალებმა სეპარატისტთა იერიში მოიგერიეს. შეტაკებისას 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ოფიციალური კიევის განცხადებით, მოწინააღმდეგის დანაკარგი გაცილებით დიდია, რასაც სეპარატისტთა ლიდერები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი მებრძოლი დაკარგეს.