საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პრაიმერიზში ბენუა ამონი დაწინაურდა. წინასწარი მონაცემებით, განათლების ყოფილმა მინისტრმა კონკურენტი მანუელ ვალსი სოლიდური უპირატესობით ჩამოიტოვა. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში აპრილში გაიმართება. გამარჯვების რეალურ კანდიდატებად ფრანსუა მიონსა და მარინ ლე პენს განიხილავენ.