მარტინ შულცი კანცლერის პოსტისთვის იბრძოლებს. მის კანდიდატურას მხარი მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მხარი ერთხმად დაუჭირა. 61 წლის შულცი ბუნდესტაგის არჩევნებში ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტი იქნება. მანამდე ის ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ახალ კანცლერს გერმანია 24 სექტემბერს აირჩევს.