ფრანგი სოციალისტები საპრეზიდენტო კანდიდატს ირჩევენ. მმართველი პარტიის კანდიდატობისთვის არჩევნების მეორე ტურში ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი და განათლების ყოფილი მინისტრი ბენუა ამონი უპირისპირდებიან. პირველ ტურში ამონმა კონკურენტი 4 პროცენტიანი უპირატესობით დაამარცხა. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში აპრილში გაიმართება.