საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის მეუღლეს სახელმწიფო ხაზინაში 500 ათასი ევროს დაბრუნებას სთხოვენ. შესაბამის პეტიციას ხელი 150 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. პენელოპა ფიიონის საქმიანობით პროკურატურა გასულ კვირას დაინტერესდა. როგორც ირქკვევა, პრეზიდენტობის კანდიდატის ცოლი პარლამენტში ქმრის მრჩევლად იყო გაფორმებული და სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა.