პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა დროებით პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. ნორიეგას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვით დატოვა. 82 წლის ნორიეგა 28 აპრილამდე შინა პატიმრობაში დარჩება. ამ დროის განმავლობაში ის საკუთარი ქალიშვილის სახლში იცხოვრებს.