კანადა ყველა დევნილსა და ლტოლვილს მიესალმება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
„ვინც გაურბიხართ დევნას, ტერორსა და ომს, მიუხედავად თქვენი რელიგიური მრწამსისა, კანადა მოგესალმებათ და გელით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კანადაში,“-წერს კანადის ლიდერი.