რუსეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრამდე ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთი განკარგულება გასცა. ტრამპმა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტს ისლამური სახელმწიფოს განადგურების გეგმის შემუშავება დაავალა. თეთრი სახლის ლიდერის განკარგულებით, ისლამისტთა დამარცხების გეგმა ერთ თვეზე უნდა იყოს გათვლილი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია კოალიციაში ახალი პარტნიორების ჩართვასაც უნდა ითვალისწინებდეს.