ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. ამერიკისა და რუსეთის ლიდერებმა სირიის კონფლიქტის დარეგულირების, ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის, ირანის ბირთვული პროგრამისა და უკრაინის საკითხები განიხილეს. საუბარი რუსეთ-ამერიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენასაც შეეხო. პუტინს ტრამპი ოვალური კაბინეტიდან ესაუბრა. თეთრ სახლში მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი პენსი და მთავარი მრჩეველები იმყოფებოდნენ. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი ტელეფონით გერმანიის კანცლერს, მექსიკის პრეზიდენტსა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.