საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი თურქეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. პანოს კამენოსის თქმით, ბერძნული მხარის გადაწყვეტილების გამო ანკარა რეადმისიის შეთანხმების შეწყვეტით იმუქრება, რაც საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა იქნება. ანკარამ ათენის მიმართ რადიკალური განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ თურქი სამხედრო მოსამსახურეების ექსტრადირებაზე უარი თქვა. 8 თურქმა ოფიცერმა საბერძნეთის საზღვარი არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გადაკვეთა და ათენს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.