ირანის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას აკრიტიკებს. ჰასან რუჰანის განცხადებით, ახალი კედლების მშენებლობა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია.
„ახლა არ არის ერებს შორის კედლების აშენების დრო. მათ დაავიწყდათ, რომ წლების წინ ბერლინის კედელი დაინგრა. კედლები უნდა დავანგრიოთ, თუ ისინი ხალხს ყოფენ“, - აღნიშნა ირანის ლიდერმა.
ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა ტრამპმა 3 დღის წინ დააანონსა.