უამინდობა პერუში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ბოლო მონაცემებით, ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერს 11 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა 11 ათასზე მეტი ოჯახი. ისინი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.