შეერთებულ შტატებში მყოფი მექსიკელი მიგრანტების დასაცავას მეხიკო 47 მილიონ დოლარს გამოჰყოფს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ მოაწერა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თანამემამულეების დასაცავად დამატებითი სახსრების გამოყოფა იქნება საჭირო, მთავრობა ამისთვის მზად იქნება. მექსიკელ მიგრანტთა მდგომარეობა შეერთებულ შტატებში მას შემდეგ გაუარესდა, რაც თეთრი სახლის ლიდერმა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო.