უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა სამხედრო გენერალი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში მინისტრის მრჩეველი ალინა ფროლოვა წერს.
„რამდენიმე წუთის წინ პოლტორაკმა სამსახურიდან გენერალი დაითხოვა, რომელსაც კომიტეტის სხდომაზე ეძინა. რა რეფორმებზეა საუბარი, როდესაც გენერლებს სხდომაზე სძინავთ,“-წერს ფლოროვა. გენერლის ვინაობას ის შეგნებულად არ ასახელებს.