პეტერ პაულ რუბენსის ცნობილი ტილო „სციპიონ აფრიკელს რომის კარიბჭესთან ეგებებიან“ კრისტის აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა მასში 1,6 მილიონი დოლარი გადაიხადა. ლოტის საწყისი ღირებულება 700 ათას დოლარს არ აღემატებოდა. ტილოზე რომაელი მეთაურის ტრიუმფია ასახული, რომელმაც ჰანიბალის დამარცხება შეძლო. ცნობილია, რომ რუბენსმა სცენა ძველი იტალიური გობელინიდან გადმოხატა.