ლეგენდარულმა რეჟისორმა რომან პოლანსკიმ ცეზარის ჟიურის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა. ამის მიზეზი მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა, რომელიც მის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე დღეა, ტარდება. საზოგადოებრივი აქტივისტები საფრანგეთის კინოაკადემიას პროტექტს იმის გამო უცხადებენ, რომ კინოფორუმის თავმჯდომარეობა სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილ რეჟისორს შესთავაზეს. საქმე ეხება პოლანსკის მიერ აშშ-ში 40 წლის წინანდელ ჩადენილ დანაშაულს, რის გამოც რეჟისორი აშშ-დან გაიქცა. მას ბრალი 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ედებოდა.