ხვალ, 3 ნოემბერს, 09:00 საათიდან, "გაზმშენი 11"-ის ცენტრალურ ოფისთან, კომპანიის თანამშრომლები შიმშილობის აქციას დაიწყებენ. გზის მშენებლები კომპანია "გზა 11"- ისგან, მათი კუთვნილი ხელფასების გაცემას ითხოვენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრესსამსახურიდან აცნობეს.
მუშების აქციას ორგანიზებას პროფკავშირები უწევს. კომპანიაში დასაქმებულთა დიდ ნაწილს ხელფასები 8 თვეა არ აუღიათ. მუშებმა ტერიტორიაზე კარვებიც მიიტანეს და აქციის გამართვას იმ დრომდე გეგმავენ, სანამ დავალიანებას არ გაუსტუმრებენ.