ხვალ, 3 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" მოეწყობა თენგიზ მირზაშვილის გამოფენა და მისი წიგნის პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის წიგნი მხატვარზე, მის გარემოსა და იდეალებზე, რომელზესაც თენგიზ მირზაშვილი მუშაობდა წლების განმავლობაში და რომელიც გამოიცა მხატვრის გარდაცვალების შემდეგ, მისი ახლობლების დიდი ძალისხმევით.
გამოფენა 9 ნოემბრამდე გაგრძელდება.