აშშ-მა შესაძლოა გაეროს დაფინასება შეწყვიტოს, ან შეამციროს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ”რესპუბლიკელი” წევრები ორშაბათს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ორი ვარიანტი: დაფინანსების შემცირება ან იმის დათქმა, რომ აშშ-ის მხრიდან გაერო-ს დაფინანსება ნებაყოფლობითი იქნება და ყოველ ორ წელს აშშ-ის კონგრესი გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა გაერო-ს დაფინანსება.
საკითხი დღის წესროგში მას შემდეგ დადგა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს ისრაელის მხრიდან დასახლებების მშენებლობის პოლიტიკას აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე. ობამას ადმინისტრაციამ კენჭისყრისას თავი შეიკავა და ვეტოს უფლება არ გამოიყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა გაერო მწვავედ გააკერიტიკა, ხოლო ისრაელს მოთმინებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 20 იანვარი ახლოსაა და მერე გაეროსთან მიმართებით ყველაფერი შეიცვლება.
ცნობისათვის, აშშ-ზე გაერო-ს ბიუჯეტში შენატანების 22% მოდის.