ფილიპინების პრეზიდენტმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. როდრიგე დუტერტეს თქმით, მის რამდენიმე ნათესავს ისლამურ სახელმწიფოსთან აქვს კავშირი. „მე ამას არ შევეგუები და მათზე მალე ნადირობას გამოვაცხადებ. ექსტრემისტებთან ნათესაობა არ მსურს,“-აღნიშნა დუტერტემ.