მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში. ლიბიის სანაპიროებთან მაშველებმა დაღუპვას 100-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ევროპის ტერიტორიაზე შეღწევას აფრიკელი ლტოლვილები კუსტარული ნავებით ცდილობენ, რასაც ყოველთვიურად ათობით ადამიანი ეწირება.