მოსკოვში თავს ცნობილ სპორტსმენტს დაესხნენ. მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში რასულ მირზაევს საკუთარ სახლთან ესროლეს. მძიმედ დაჭრილი სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა შესაძლოა 5 წლის წინანდელ ინციდენტს უკავშირდებოდეს. 2011 წელს მირზაევმა 19 წლის ივან აგაფონოვი ცემა, რის შედეგადაც სტუდენტი გარდაიცვალა. ამისტვის მირზაევმა ციხეში ერთი წელი გაატარა.