პერუელმა შამანებმა ტრადიციული საახალწლო რიტუალი შეასრულეს, რომელიც წელს პოლიტიზირებული გამოდგა. ლიმას პლიაჟზე მათ მსოფლიო ლიდერების პლაკატები გამოიტანეს და ტრადიციული შელოცვის შემდეგ მომავალი წლის პოლიტიკური პროგნოზების გაკეთებას შეეცადნენ. მთავარი შამანის, ხუან ოსკოს თქმით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან და ისრაელთან ურთიერთობას დაალაგებს და ქვეყნიდან არალეგალ მიგრანტთა გაძევებას დაიწყებს. შამანებმა ცუდი წელი უწინასწარმეტყველეს ვენესუელას ლიდერს, რომელიც, მათი თქმით, 2017 წელს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევას ვერ შეძლებს.