ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მმართველი პარტიის მიტინგს დაესწრო. ღონისძიების დასასრულს მისთვის სპეციალურად მორანბონის სახელობის ქალთა გუნდმა იმღერა და სახელმწიფო ორკესტრმა დაუკრა. კონცერტი სრული ანშლაგით, ტრადიციული სინქრონული აპლოდისმენტების ფონზე წარიმართა, რომელიც დარბაზში კიმ ჩენ ინის გამოჩენას მოჰყვა.