ნიუ ორლეანში კი ვარსკვლავური ომების აღლუმი გაიმართა. ქალაქის ცენტრში სერიალის დედოფლის, ქერი ფიშერის ათასობით თაყვანისმცემელი შეიკრიბა. პრინცესა ლეიას ფორმებში გამოწყობილმა ქალბატონებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით შემოიარეს და ვარსკვლავური ომების სცენები განასახიერეს. ქერი ფიშერი 26 დეკემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.