ბერლინის ტერაქტების შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ახალი წლის დღეებში საფრანგეთში მოსახლეობის უსაფრთხოებას 100 ათასამდე პოლიციელი დაიცავს. მხოლოდ პარიზში ახალი წლის ღემეს 10 ათასზე მეტი პოლიციელი იმორიგევებს. საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბერლინის პოლიციაც, სადაც 19 დეკემბერს მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბრანდერბურგის ჭიშკართან სპეციალური დეტექტორებია დამონტაჟებული, რომლის გავლაც საახალწლო ღონისძიებაზე მოხვედრის მსურველებს მოუწევთ. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული მადრიდშიც. ესპანეთის დედაქალაქის უსაფრთხოებას ახალი წლის ღამეს 1900 პოლიციელი დაიცავს.