ბან კი მუნი ხურმობის ხასიათზეა. გაეროს გენერალურმა მდივანმა საკუთარი თავი კონკიას შეადარა. „მე თავს კონკიასავით ვგრძნობ, რადგანაც ხვალ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება. ხვალ შუაღამისას თაიმ სქვერზე ბროლის ბურთის დაშვების ცერემონიალს დავესწრები და მილიონობით ადამიანი დანახავს, როგორ დავრჩები უმუშევარი,“-განაცხადა მუნმა. გენერალური მდივნის უფლებამოსილება მას 1 იანვრიდან ეწურება.