საფრანგეთში საახალწლოდ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მოქალაქეების უსაფრთოებას 100 ათასამდე პოლიციელი დაიცავს. მხოლოდ პარიზში ახალი წლის ღამეს 10 ათასზე მეტი პოლიციელი იმორიგევებს. უსაფრთხოების ზომები საფრანგეთში ბერლინის ტერაქტის შემდეგ გამკაცრდა.