საბერძნეთის ელჩი ბრაზილიაში ცოლის საყვარელმა მოკლა. 59 წლის კირიაკოს ამირიდისი რიო დე ჟანეიროდან ორშაბათს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა რიოს გარეუბანში, დამწვარ მანქანაში აღმოაჩინეს. როგორც დადგინდა, ელჩი საკუთარ სახლში მოკლეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი მანქანაში გადაიტანეს და დაწვეს. მოგვიანებით პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სერჟიო ფილიო დააკავა, რომელსაც ელჩის ცოლთან რომანი ჰქონდა. დაკავებულმა პოლიციელმა მკვლელობა აღიარა.