აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მსოფლიოში აღიარებული ფრანგული კომპანია " Betafence "-ის პროდუქციისა და მომსახურების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი სხვადასხვა სამშენებლო კომპანიისა და სამინისტროს წარმომადგენლები.
კომპანია " Betafence "-ი წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ლიდერს სხვადასხვა სახის შემომსაზღვრელი კონსტრუქციებისა და ღობეების წარმოებაში, რომლებიც გამოიყენება როგორც ენერგეტიკული, სასაზღვრო, სამხედრო, სარკინიგზო, სამრეწველო, სპორტული თუ საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების, ისე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის.
კომპანიას მოღვაწეობის 125-წლიანი გამოცდილება აქვს, მათი ოფისები არსებობს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, კომპანიის 14 ქარხანა განთავსებულია პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე.
პრეზენტაციაზე დამსწრე ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ყველა დეტალთან დაკავშირებით.
კომპანია "Bეტაფენცე"-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიდი ინტერესით სწავლობენ კავკასიის რეგიონის და მათ შორის საქართველოს ბაზარს და აღნიშნეს, რომ სამომავლოდ შესაძლოა კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოშიც დააფუძნონ.