აჭარას დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანოში სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. იმისთვის, რომ კანდოდატები მინისტრები გახდნენ, მათ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. ქართულ ოცნებას კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს. მთავრობის განახლებულ გუნდში ორი ახალი სახეა - ზაალ მიქელაძე და ინგა შამილიშვილი, რომლებიც ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს ჩაიბარებენ. ფინანსურ უწყებას და სოფლის მეურნეობას კი კვლავ რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებენ. კენჭისყრამდე მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების კითხვებს უპასუხებენ.