ბოლივიის პრეზიდენტი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ევო მორალესის თქმით, ის საკუთარ კანდიდატურას 2019 წლის არჩევნებშიც დააყენებს. მის კანდიდატურაზე მმართველი სოციალური პარტია უკვე შეთანხმდა. მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს 2005 წლიდან იკავებს.