პაკისტანურ კინოთეატრებში ინდური ფილმების ჩვენება განახლდება. ამის შესახებ ქვეყნის კულტურის მინისტრმა განაცხადა. ინდური ფილმების ჩვენება პაკისტანში მას შემდეგ აკრძალეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა კაშმირის სადავო ტერიტორიაზე ე.წ. ქირურგიული დარტყმები განახორციელა, რაც ოფიციალური დელის განმარტებით, რეგიონში პაკისტანური მხარის სამხედრო გააქტიურებით იყო გამოწვეული.