უამინდობა შეერთებულ შტატებში. ძლიერმა თოვამ აღმოსავლეთ სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმაც. მინესოტასა და ოჰაიოში ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. უამინდობის გამო შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტები. მერილენდსა და მიჩიგანში ათობით საჰაერო რეისი გადაიდო.