სირიის მოქმედი რეჟიმი კი ირწმუნება, რომ ამბოხებულებმა ალეპოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ოფიციალური დამასკოს მტკიცებით, სახელისუფლო ძალებმა მარეთ-უმ-ხაუშის რაიონში აკრძალული ქიმიური ნივთიერების, იპრიტის შემცველი ჭურვები აღმოაჩინეს, რის შესახებაც საერთაშორისო დამკვირვებლები საქმისყურში უკვე ჩააყენეს. ოპოზიცია ასადის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.