გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ალეპოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. რეზოლუციის ინიციატორი ამჯერად საფრანგეთია. რეზოლუციის პროექტი ალეპოში დარჩენილი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაციას გაეროს მეთვალყურეობის ქვეშ ითვალისწინებს. საფრანგეთის ინიციატივას მხარს უჭერს შეერთებული შტატებიც. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ მონიტორების მომზადებას და ალეპოში გაგზავნას კვირაზე მეტი დასჭირდება.