მორიგი თავდასხმა ჩეჩნეთში. ამბოხებულთა დაჯგუფება გვიან ღამით გროზნოში თავს პოლიციელებს დაესხა. მათ პოლიციის მანქანა გაიტაცეს. სამართალდამცავებმა თავდამსხმელეს გზა გადაუკეტეს. ორმხრივი სროლისას 4-ვე ამბოხებული ადგილზე დაიღუპა. მათი ლიკვიდაციის ფაქტი დღეს დილით ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც დაადასტურა.