იტალიას მინისტრთა ახალი კაბინეტი ყავს. პრემიერმა პაოლო ჯენტილონიმ ახალ მინისტრებთან ერთად ფიცი უკვე დადო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც აქამდე თავად ჯენტილონი ხელმძვანელობდა, სათავეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ანჯელინო ალფანო ჩაუდგა. არ შეცვლილა ეკონომიკის, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები. მთავრობის ინაუგირაციის შემდეგ, რამდენიმე დღეში ახალ კაბინეტს ნდობის ვოტუმი პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.