გაეროს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. ანტონიუ გუტერეშმა ფიცი 71-ე გენერალურ ასამბლეაზე დადო. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 5 წლით ჩაუდგება სათავეში. ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა არა ცალკეული ქვეყნების, არანედ ორგანიზაციის ინტერესების დაცვის გაეროსადმი ნდობის დანრუნების პირობა დადო. გუტერეში გაეროს მე-9 გენერალურ მდივნად 13 ოქტომბერს აირჩიეს. მოვალეობის შესრულებას ის 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.