სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა. პაკ კინ ჰესთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა 56 მისცა, ორმა კი თავი შეიკავა.
იმპიჩმენტის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა. როგორც ძიებით დადგინდა, პრეზიდენტის მეგობარი ქალი და მრჩეველი ცოი სუნ სილი კორუფციულ გარიგებებში იღებდა მონაწილეობას. საქმეში პრეზიდენტიც ფიგურირებს.
იმპიჩმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.