რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფის შესაძლებლობა სატყუარაა. „რია ნოვოსტისთან“ საუბარში რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ტურისტული ვიზებია და ხალხის პრობლემას არ წყვეტს.
„შეხედეთ მოლდოვას და მის გამოცდილებას. მიანიჭეს უვიზო რეჟიმი, მაგრამ რეალურად ამაში ხომ არ არის სახელმწიფოს ცხოვრების აზრი. მისცემენ მათ უვიზო რეჟიმს, მაგრამ ნუთუ ეს რამეს იძლევა? არა, რა თქმა უნდა. მითუმეტეს, რომ ეს ტურისტული ვიზებია, რომელიც ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ არ იძლევა მუშაობის უფლებას“ – დასძინა კალაშნიკოვმა.