ვაშინგტონში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება დაიწყო. კაპიტოლიუმთან გიგანტურ პლატფორმას აწყობენ. ინაუგურაციის გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, რო ბლანტის თქმით, პლატფორმის მონტაჟი 15 იანვრისთვის უნდა დასრულდეს. საპრეზიდენტო ფიცს დონალდ ტრამპი 20 იანვარს დადებს. ინაუგურაციაზე მილიონზე მეტ ადამიანს ელიან.