მიკ ჯაგერს მერვე შვილი შეეძინა. 29 წლის ამერიკელმა ბალერინამ, მელანი ჰემრიკმა მას ვაჟი გაუჩინა. 73 წლის მუსიკოსი მეგობარი ქალის მშობიარობას პირადად დაესწრო. ლეგენდარული „როლინგ სთოუნსის“ ლიდერს 4 ქორწინებიდან 7 ბავშვი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი 45, უმცროსი კი 15 წლისაა. ჯაგერი ხუთგზის ბაბუაა. 2014 წელს მას შვილთაშვილიც შეეძინა.